2018 წლის ოქტომბრის ბოლოს კლუბის წევრები იმყოფებოდნენ ღვინის ქარხანაში - ,,ქვევრის ღვინო ამორისში".ექსკურსიის მიზანი იყო ადგილზე დაცნობოდნენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიას. კახეთი და უშუალოდ წინანდალი,ხომ ტრადიციული მეღვინეობის კერა.მოსწავლეები დაინტერესდნენ, უძველესი , ქვევრში კახური ღვინის დაყენების ტექნოლოგიით. 2018 წლის 8 ნოემბერს წინანდლის საჯარო სკოლის ნორჩ გეოგრაფთა კლუბის-,,გლობუსის" წევრები იმყოფებოდნენ ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. მოსწავლეებმა ასვე დაათვალიერეს მხატვრული მებაღეობის საუკეთესო ნიმუში, დიდი ესთეტიკური და არქიტექტურულ-დეკორატიული მნიშვნელობის წინანდლის დეკორატიული პარკი,რომლის ალაყაფის კარებიდანვე პარკის თვალწარმტაცი და ულამაზესი ბუნება იშლება. აქ ხომ ყველაფერი-მცენარეთა ფორმები, ფერები და ჩრდილები ოსტატურადაა შეხამებული. 2018 წლის 3 დეკემბერს ისტ-ის დახმარებით , კლუბის წევრებმა, განახორციელეს ჩემ მიერ Learningapps.org-ზე შექმნილი ელექტრონული სასწავლო რესურსების გამ...