ნორჩ გეოგრაფთა კლუბის ,,გლობუსის" დებულბა


კლუბის დებულება
      
       სსიპ  თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის საჯარო სკოლა
ნორჩი გეოგრაფის  კლუბი
„გლობუსი“
ზოგადი დებულება
თავი I

1.ზოგადი დებულება
1.1  სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის ნორჩი გეოგრაფის კლუბი  „გლობუსი“  თინათინ ოსიაშვილის  მიერ არის დამფუძნებული.
1.2 კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.
1.3  კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, დევიზი
1.4  კლუბის იურიდიული მისამართია:კახეთის რეგიონი. თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდალი.  
1.5ელფოსტა  tosiashvilitina@gmail.com

2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1  ხელს შეუწყობს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას
2.2   გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო აქტივობებში. გაზრდის მოსწავლეთა ჯგუფში მუშაობის,გადაწყვეტილების მიღებისა და პრეზენტაციის წარმართვის გამოცდილებას.
2.3   ხელს შეუწყობს  მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას
2.4  ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას
2.5  მისცემს მოსწავლეებს თვითრეალიზების საშუალებას
2.6  ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას.
2.7  გაზრდის ინტერესს ორგანიზებული გეოგრაფიული კონფერენციის,ღონისძიებების,კონკურსების, ლაშქრობებისა და ექსკურსიის მოწყობაზე.

3. კლუბში გაწევრიანებa:
3.1  კლუბის წევრობა ნებაყოფილობითია.
3.2  კლუბის  წევრი შეიძლება გახდეს VII-IX კლასისი მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3  კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით)
3.4  კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრობის მოწმობა.
3.5  კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიიღება კლუბის ლიდერის მიერ, სკოლის გეოგრაფიის  პედაგოგთან შეთანხმებით.
3.6  კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე.
3.7  კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.8  კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კლუბთან ან სკოლის ადმინისტრაციის სახელით კლუბთან ან სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანმების გარეშე.
3.9  კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმინობასთან
3.10   კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე,  ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს.

4. კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილების მიღება:
4.1  კლუბი შედგება კლუბის წევრებისაგან, რომელთა რაოდენობაა არა უმეტეს 15 მოსწავლისა;
4.2  კლუბს ჰყავს ლიდერი, რომელიც აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
4.3  კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას.
4.4  კლუბის ლიდერის  უფლებამოსილებაა  უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განხორციელებულ პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება, დანიშნოს გაათავისუფლოს კლუბის წევრები,დანიშნოს კლუბის წევრებისაგან ერთ-ერთი მოადგილედ, გაანაწილოს ფუნქციები, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნებისათვის.
4.5    ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას ერთპიროვნულად;
4.6  კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით: დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდბა, აირჩიოს ან ვადაზე ადრე გადააყენოს თავმჯდომარე.
4.7  კლუბის ლიდერი ირჩევა ერთი წლის ვადით.
4.8  ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეეული იქნას  2 ვადით.

5. ნორჩი გეოგრაფის კლუბის ,,გლობუსი,, წევრი მოვალეა:
5.1  დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
5.2  გაუფერთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
5.3 აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნორჩი გეოგრაფის   კლუბის  მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.

6. კლუბის მუშაობა:
6.1  კლუბი იკრიბება თევში მინიმუმ ერთხელ;
6.2  კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ ერთი მესამედისა ;
6.3  კლუბის შეკრებები ფორმდება ოქმით:

7. ნორჩი გეოგრაფისკლუბის სამუშაო პერიოდი:
7.1  ნორჩი გეოგრაფის   კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სკოლის სასწავლო სემესტრს;
7.2  ნორჩი გეოგრაფის კლუბი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით:
7.3  კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
8. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
8.1 კლუბის რეორგანბიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა, გარდაქმნა)  და ლიკვიდაცია  ხორციელდება:
ა) სკოლის საერთო კრების გადაწყვეტილბით;
ბ)  მიზენბის მიღწევის შემთხვევაში.



თავი II
ზოგადი დებულება ეთიკის შესახებ
მოცემული დებულება არეგულირებს  ნორჩი გეოგრაფის კლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე.

1.      კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარბაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით  კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.
2.      კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებასა და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფირად ახორციელბდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ამართლებდეს ნდობას.
3.      კლუბის წევრები და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და გამოიყენოს კლუბის სახელი, კლუბის პროგრამები, პროექტები, განხორციელებული საქმინობების ანგარიშები, მათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებები, ლიტერატურა, საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგია საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია განხორციელებული  საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერი, რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არა მატერიალურ საკუთრებას.
4.      ნორჩი გეოგრაფის კლუბის ბოროტად გამოყენება, სამუშაო პროცესში  მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება  ( მისი არა დროული გადაცემა, დაფარვა, საჯაროდ გავრცელება) პირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.





დასკვნითი დებულება

1.      წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დღიდან;
      2.      ამ წესდბაში ცვლილბები შეიძლება შეტანილი იქნას მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.



Comments

Popular posts from this blog

ნორჩ გეოგრაფთა კლუბის ,,გლობუსის" მისია

ნორჩ გეოგრაფთა კლუბის ,,გლობუსის"სლოგანი და ლოგო